Monday, July 23, 2018

მეცხრე დღე

დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა.მეტად ეფექტური  და  საინტერესო  იყო.  შევაჯამეთ შესწავლილი  მასალა.გავაკეთეთ დასრულებული პროექტის პრეზენტაცია,  ავტვირთე საკუთარ  ბლოგზე..ძალიან კმაყოფილი ვარ და ტრენინგის მასალებს აუცილებლად გამოვიყენებ სწავლებისას..დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს  ქალბატონ  ხათუნა მარკოზაშვილს გაწეული მუშაობისათვის.

Friday, July 20, 2018

მერვე დღე


დღეს გავეცანით მეშვიდე მოდულს.მოვიფიქრე როგორ მოვამზადო პორტფოლიო და  წარმოვადგინო ეფექტურად..გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს მოვარგე ჩემს გეგმას, რათა უფრო დახვეწილი გავხადო იგი.

Wednesday, July 18, 2018

მეშვიდე დღე

დღეს  განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების საკითხები. გავაკეთეთ აქცენტი სსსმ  სამი ტიპის მოსწავლეზე.შესწავლილ მასალას გამოვიყენებ შესაბამისად ჩემი   გეგმის  ფორმატში.

Monday, July 16, 2018

მეექვსე დღე

კიდევ ერთი საქმიანი დღე... შევისწავლეთ მე-5,მე-6 მოდულის საკითხებს. გავეცანი შეფასების ფორმებს,დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნიმუშები, ვისწავლე ჩეკლისტისა და რუბრიკის შექმნა. ვიმუშავე ჩემი პროექტის ფორმატში რუბრიკის შექმნაზე..

Friday, July 13, 2018

მეხუთე დღე

მე-5 მოდული-კავშირები.  ეს  მოდული  დამეხმარა შემესწავლა  რა  გავლენა  ჰქონდა  ინტერნეტს  სწავლის  პროცესზე,  კერძოდ  პროექტზე მუშაობის პროცესში,  მოსწავლეები  შექმნიან  ბლოგს,გამოიყენებენ  რესურსის,იდეების  გაზიარებების  მიზნით.  გავეცანით  მოსწავლეთა ბლოგის  ნიმუშებს.

მეოთხე დღე

დღევანდელი დღე საინტერესო იყო.შევისწავლე შეფასების დროის ჩარჩო.გამოვაქვეყნე ჩემი მომზადებული პრეზენტაცია ჩემს ბლოგზე.

Monday, July 9, 2018

მესამე დღე

მოვიძიე საგნობრივი სტანდარტი, ჩამოვაყალიბე პროექტის გეგმის მიზანი, შევიმუშავე მიმართულების მიმცემი კითხვები. ვიმუშავე პროექტზე.

Thursday, July 5, 2018

მეორე დღე

გავიხსენეთ  წინა  სატრენინგო  მასალა,ვიმუშავეთ  პუბლიკაციის  მომზადებაზე, გავეცანით  სტანდარტებსა  და  ბლოგის  ნიმუშებს.მიღებულ  ინფორმაციას  გამოვიყენებ  საშინაო  დავალების  მოსამზადებლად.

Tuesday, July 3, 2018

პირველი დღე

გავეცანი პროექტებით სწავლების  ვიდეო  სახელმძღვანელოს, განვიხილეთ სამოდელო  პროექტის  გეგმა.  ვფიქრობ  მიღებულ  ცოდნას  გამოვიყენებ  პროექტის  დაგეგმვაში.

მეცხრე დღე

დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა.მეტად ეფექტური  და  საინტერესო  იყო.  შევაჯამეთ შესწავლილი  მასალა.გავაკეთეთ დასრულებული პროექტის პრეზენტაცია...